ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა

Primetime.ge 2 თვის წინ 72
ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა
გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი.„ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში. ეს არ არის უბრალოდ სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ თავად, დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია