საქართველოს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე ევროპის
პოლიტიკური გაერთიანების
სამიტის ფარგლებში
სლოვაკეთის რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრ რობერტ
ფიცოს შეხვდა, -
ინფორმაციას საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაცია
ავრცელებს.მათივე ცნობით,
სლოვაკეთის
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძეს საპარლამენტო
არჩევნებში მმართველი
გუნდის გამარჯვება
მიულოცა.„შეხვედრაზე
ყურადღება დაეთმო
სხვადასხვა სფეროში
ორმხრივი ურთიერთობების
განვითარების პოზიტიურ
დინამიკას და გამოითქვა
მზადყოფნა პარტნიორობის
შემდგომი
გაღრმავებისთვის.პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი კობახიძემ სლოვაკ
კოლეგას საქართველოს
ევროპული და
ევროატლანტიკური
ინტეგრაციის პროცესის
მტკიცე მხარდაჭერისთვის
მადლობა
გადაუხადა.მთავრობის
მეთაურმა აღნიშნა, რომ
ევროპული ინტეგრაცია
ქვეყნის საგარეო
პოლიტიკის ერთ-ერთი
უმთავრესი პრიორიტეტია და
ამ პროცესში პარტნიორების
მხარდაჭერას
განსაკუთრებული
მნიშვნელობა
ენიჭება.მხარეებმა ასევე
ისაუბრეს სექტორულ
თანამშრომლობაზე,
სავაჭრო-ეკონომიკური
მიმართულებით არსებულ
პოტენციალსა და ტურიზმის
ხელშეწყობაზე.პრემიერ-მინისტრმა
სლოვაკი კოლეგა
საქართველოში ოფიციალური
ვიზიტით მოიწვია“, -
აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.