ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

Primetime.ge 1 კვირა წინ 25
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), რომელიც 29-30 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.„ღონისძიებას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახსნის. CPAC-ის რიგით მეოთხე კონფერენციაზე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა.უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე შეხვედრას გამართავს უნგრელ კოლეგასთან.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია