ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო
დღის წესრიგი, გვაქვს
ამბიციური მიზანი, 2030
წლისთვის გავხდეთ
ევროკავშირის წევრი
ქვეყანა, - განუცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ უნგრეთში,
ჟურნალისტებს.როგორც
პრემიერმა აღნიშნა, ყველა
კანდიდატ ქვეყანასთან
შედარებით, საქართველო
იქნება უფრო მეტად მზად
ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის ყველა
თვალსაზრისით, იქნება ეს
დემოკრატია, ადამიანის
უფლებები, ეკონომიკა, თუ
ნებისმიერი სხვა სფერო.„ამ
არჩევნებზე, სხვა
საკითხებთან ერთად,
გადაწყდა ქვეყნის
ევროპული მომავლის ბედი.
თქვენ იცით, რა გეგმები
ჰქონდა ოპოზიციას და
საბოლოო ჯამში, ამ გეგმების
არ განხორციელება იყო
გადამწყვეტი იმისათვის,
რომ ქვეყანამ განაგრძოს
სვლა ევროკავშირისკენ.
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო
დღის წესრიგი, გვაქვს
ამბიციური მიზანი, 2030
წლისთვის გავხდეთ
ევროკავშირის წევრი
ქვეყანა. კიდევ ერთხელ,
ძალიან მყარად შეგვიძლია
გავიმეოროთ, რომ 2030
წლისთვის საქართველო
იქნება ყველაზე უფრო
მომზადებული იმისათვის,
რომ გავხდეთ ევროკავშირის
წევრი ქვეყანა. ყველა
კანდიდატ ქვეყანასთან
შედარებით, საქართველო
იქნება უფრო მეტად მზად
ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის ყველა
თვალსაზრისით, იქნება ეს
დემოკრატია, ადამიანის
უფლებები, ეკონომიკა, თუ
ნებისმიერი სხვა სფერო“, -
განაცხადა ირაკლი
კობახიძემ.