ირაკლი კობახიძე - არ არსებობს ასეთი პრინციპი - ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე, არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე

Primetime.ge 16 საათი წინ 8
ირაკლი კობახიძე - არ არსებობს ასეთი პრინციპი - ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე, არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე
არ არსებობს ასეთი პრინციპი – ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე, არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე, ასეთ ფარსს ვერავინ მიჰყიდის ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.პრემიერმა გაიხსენა 2023-2024 წლებში ჩადენილი დანაშაულები და აღნიშნა, რომ როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი.მისივე თქმით, ბოლოს დაახლოებით, 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელებისა და ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ, საიდანაც მხოლოდ 30 ადამიანია დაპატიმრებული.„2023 წელს გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი. მაშინ ერთი კაცი იყო დაპატიმრებული და ისიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ცნობილი გრიგორიადისი. შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულზე, ასევე გადაწვეს ლამის ნახევარი თბილისი და დაპატიმრებული იყო მხოლოდ ექვსი ადამიანი, აქედან ერთ-ერთი იქნა შეწყალებული, ხუთი დარჩა მხოლოდ პატიმრობაში და ამან იქონია ძალიან ცუდი, ანტიპრევენციული ეფექტი. როდესაც მთელ ქალაქს წვავენ და არავის იჭერენ, რა თქმა უნდა, ამას აქვს წამახალისებელი ეფექტი. ახლა რა მოხდა – დაახლოებით 500 ადამიანი იყო ჩართული უმძიმეს ძალადობაში სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციელებისა და ზოგადად ქვეყნის წინააღმდეგ და ამ 500-დან მხოლოდ 30 ადამიანი არის დაჭერილი. ეს ხომ ჩვენს თვალწინ მოხდა. ეს უმძიმესი ძალადობა მოხდა ჩვენს თვალწინ. არ არსებობს ასეთი პრინციპი – ყველგან დანაშაული და არსად დამნაშავე. არ შეიძლება, 500 ადამიანი ჩადიოდეს დანაშაულს და 30 კაციც არ იყოს დამნაშავე. არ შეიძლება, ასეთი ფარსი მიჰყიდოს ვინმემ ქართულ საზოგადოებას,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია