ჩვენი საარჩევნო პროგრამა
ნამდვილად არის ძალიან
ამბიციური, თუმცა არც ერთი
დაპირება არ არის
გადაჭარბებული, ყველა
შესრულებადია, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ POSTV-სთან
ინტერვიუში.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, ეკონომიკის
ნაწილში დასახულია ძალიან
მკაფიო მიზნები და ეს არის
ეკონომიკის ზრდა 130 მილიარდ
ლარამდე.„90 მილიარდიდან
ეკონომიკა 130 მილიარდ
ლარამდე გაიზრდება,
ბიუჯეტი 28 მილიარდიდან
გადასცდება 40 მილიარდ ლარს.
200 000 ახალი სამუშაო ადგილიც
არის აბსოლუტურად რეალური
დაპირება, მით უმეტეს იმის
გათვალისწინებით, რომ
მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის
განმავლობაში, ჩვენ
შევქმენით 170 000 სამუშაო
ადგილი. ჩვენს დაპირებებს
ზურგს უმაგრებს უკვე
გაკეთებული საქმე. ამ 4 წლის
განმავლობაში 40 მილიარდით
გავზარდეთ საქართველოს
ეკონომიკა, შესაბამისად,
დაპირება, რომ კიდევ 40
მილიარდით გაიზრდება
ეკონომიკა, ძალიან მყარ
ნიადაგზეა დაფუძნებული.
იგივე ეხება სიღარიბის
შემცირებას. ჩვენ
მოვახერხეთ სიღარიბის
შემცირება 2012 წლის შემდეგ 30
პროცენტიდან 11,8
პროცენტამდე, ანუ
საქართველოში მილიონ 120
ათასი ადამიანი ცხოვრობდა
სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012
წელს. ეს მაჩვენებელი უკვე
შემცირებულია 680 ათასით და 440
ათასამდე არის ჩამოსული.
ჩვენ ძალიან მკაფიოდ
ვაცხადებთ, რომ შემდეგი 4
წლის განმავლობაში, სულ
მცირე დამატებით 300 ათასი
ადამიანი დაძლევს
სიღარიბეს და სიღარიბის
მაჩვენებელი ჩამოსცდება 150
ათასს, ეს არის ის პროგნოზი
და მიზანი, რომელიც გვაქვს
დასახული. თვისებრივად
სხვა დონეზე გადავიყვანთ
ჩვენს ქვეყანას 4 წლის
თავზე“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.ირაკლი
კობახიძის თქმით, მომავალ
წელს უკვე გაიზრდება
პენსიები, 350 ლარი იქნება
მინიმალური პენსია,
შესაბამისად, გაიზრდება
პენსია 70 წელს
გადაცილებული და
მაღალმთიან რეგიონებში
მცხოვრები
პენსიონერებისთვის.„ჯანდაცვის
სფეროში გვაქვს
მნიშვნელოვანი გეგმები.
განათლების მიმართულებით
გვაქვს ამბიციური პროექტი,
რაც სრულიად სხვა დონეზე
აიყვანს საუნივერსიტეტო
განათლებას ჩვენს
ქვეყანაში. ახალი სტადიონი
და ა.შ. არის ძალიან
კონკრეტული ამბიციური
პროექტები, რაც
გათვალისწინებულია ამ
პროგრამით. ჩვენ
არჩევნების მეორე დღესვე
განვაახლეთ აქტიური
მუშაობა იმისთვის, რომ
ყველა დაპირება შესრულდეს.
აბსოლუტურად ყველა
დაპირება არის
შესრულებადი. ამბიციურთან
ერთად, ჩვენ მიერ
წარდგენილი პროგრამა არის
რეალისტური. 4 წლის თავზე
ჩვენი ქვეყანა გადავა
განვითარების თვისებრივად
ახალ დონეზე და ამას
სჭირდება ყოველდღიური
მუშაობა, რისთვისაც მთელი
სამთავრობო გუნდი არის
მზად“, - განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.