ჩვენი დღის წესრიგი ძალიან
მკაფიო და თანმიმდევრულია,
ჩვენი საბოლოო ამბიციური
მიზანია ევროკავშირში
გავწევრიანდეთ 2030 წლისთვის,
- განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ უნგრულ
პოლიტიკურ იუთუბ-არხთან
ინტერვიუში.როგორც
მთავრობის მეთაურმა
აღნიშნა, 2030 წლისთვის ჩვენი
სახელმწიფო ნებისმიერ
სხვა კანდიდატ ქვეყანაზე
მეტად იქნება მზად
ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის.„ევროკავშირში
გაწევრიანება ჩვენი
საბოლოო მიზანია. ძალიან
ხშირად ვეუბნებით ქართველ
ხალხსა და სხვა
დაინტერესებულ წრეებსა და
მხარეებს, რომ 2030 წლისთვის
ჩვენი სახელმწიფო
ნებისმიერ სხვა კანდიდატ
ქვეყანაზე მეტად იქნება
მზად ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის.
ყველაფერს ვაკეთებთ
ამისთვის: ყველა შესაბამის
ვალდებულებას ვასრულებთ
რაც მაგალითად, ასოცირების
დღის წესრიგიდან ან ღრმა და
ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო
სივრციდან მომდინარეობს.
ჩვენი დღის წესრიგი ძალიან
მკაფიო და თანმიმდევრულია.
ჩვენი საბოლოო ამბიციური
მიზანია ევროკავშირში
გავწევრიანდეთ 2030
წლისთვის“, - განაცხადა
ირაკლი კობახიძემ.