ჩვენ გვაქვს გაცხადებული
მიზანი, 2030 წლისთვის
საქართველო სრულად
მოვამზადოთ ევროკავშირში
წევრობისთვის, - განუცხადა
საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ
ჟურნალისტებს.მთავრობის
მეთაურის შეფასებით,
დანიის საგარეო საქმეთა
მინისტრის განცხადება, რომ
საქართველომ
ევროინტეგრაციის გზაზე
განვითარება შეწყვიტა,
არის აბსოლუტურად
არასწორი
ინფორმაცია.„კიდევ ერთხელ
შეგვიძლია დავდოთ პირობა
იმასთან დაკავშირებით, რომ
კანდიდატ ქვეყნებს შორის
საქართველო ყველაზე მეტად
იქნება მზად 2030 წელს
ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის.
ამისთვის ძალიან ბევრი რამ
კეთდება, მათ შორის,
ხორციელდება ეკონომიკური
რეფორმები. ჩვენ ბოლო 4 წლის
განმავლობაში 11 მლრდ
დოლარზე მეტით გავზარდეთ
სხვაობა საქართველოს და
მაგალითად, მოლდოვის
ეკონომიკას შორის. ყველა ეს
ნაბიჯი, ყველა რეფორმა
ემსახურება იმას, რომ
საქართველო, მათ შორის,
გახდეს ევროკავშირის
წევრი ქვეყანა. კიდევ
ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030
წლისთვის კანდიდატ
ქვეყნებს შორის
საქართველოს ყველაზე
მეტად იქნება მზად
ევროკავშირში
გასაწევრიანებლად“, -
განაცხადა
პრემიერ-მინისტრმა.