„ქართული ოცნების“
საარჩევნო შტაბის
ხელმძღვანელმა,
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ზუგდიდში,
საარჩევნო კამპანიის
რეგიონულ ღონისძიებაზე
შეკრებილ მოსახლეობას
მიმართა და „ქართული
ოცნების“ 12-წლიანი
მმართველობის უმთავრეს
შედეგებზე
ისაუბრა.პრემიერ-მინისტრმა
აღნიშნა, რომ უმძიმესი
მემკვიდრეობის მიუხედავად
„ქართულმა ოცნებამ“
სწრაფად შეძლო ქვეყნის
განვითარების სწორი
მიმართულებით
შემოტრიალება და
უზრუნველყო ქვეყნის
ფუნდამენტური წინსვლა
ყველა
მიმართულებით.„ქვეყნის
ეკონომიკა 28 მილიარდი
ლარიდან გავზარდეთ 90
მილიარდ ლარამდე, ხოლო 2028
წლისთვის 130 მილიარდ
ლარამდე გაიზრდება;
ქვეყნის ბიუჯეტი 8.5
მილიარდი ლარიდან 28
მილიარდ ლარამდე
გავზარდეთ, 2028 წელს კი,
ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს
გადააჭარბებს;
გავანახევრეთ უმუშევრობა.
მხოლოდ ბოლო 2.5 წელიწადში
შეიქმნა 170,000 სამუშაო
ადგილი, ხოლო 2028 წლის
ჩათვლით დამატებით 200,000
ახალი სამუშაო ადგილი
შეიქმნება; 712.5 ლარიდან 2,005
ლარამდე გავზარდეთ
საშუალო ხელფასი, რომელიც
2028 წელს 3,500 ლარს მიაღწევს; 2012
წლის შემდეგ, 680 ათასმა
ჩვენმა თანამოქალაქემ
დაძლია სიღარიბე, ხოლო 2028
წლის ჩათვლით, სიღარიბეს
დამატებით 300,000-მდე ადამიანი
დაძლევს, რის შემდეგაც
სიღარიბის მაჩვენებელი 4%-ს
ჩამოსცდება; მხოლოდ გასული
2.5 წელიწადის განმავლობაში,
5 მილიარდი დოლარის უცხოური
ინვესტიციები მოვიზიდეთ,
ხოლო მომდევნო 4 წლის
განმავლობაში, დამატებით 9
მილიარდი დოლარის
პირდაპირი უცხოურ
ინვესტიციებს მოვიზიდავთ;
2012 წლამდე მხოლოდ 68
კილომეტრი ავტომაგისტრალი
იყო აშენებული, 2012 წლის
შემდეგ კი, ქვეყანაში 300
კილომეტრი ავტომაგისტრალი
აშენდა. მომავალ წელს
დასრულდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის
ავტომაგისტრალის
მშენებლობა, რაც
სამეგრელოდან და
სვანეთიდან ქვეყნის სხვა
რეგიონებში და
დედაქალაქში მგზავრობის
დროს მნიშვნელოვნად
შეამცირებს. აშენდება
ახალი ავტომაგისტრალი
თეკლათიდან ანაკლიამდე,
რაც ბუნებრივია ანაკლიის
პორტსაც მოემსახურება და
ზოგადად ამ რეგიონს;
ვიწყებთ ანაკლიის პორტის
მშენებლობას, რომელიც
სამეგრელოს განვითარებას
ახალ სტიმულს მისცემს; 2012
წლის შემდეგ, სახელმწიფოს
მხარდაჭერით, შეიქმნა 700
ახალი საწარმო და
გაფართოვდა 800 საწარმო.
ბიზნესის მხარდაჭერის
პროგრამების ფარგლებში, 2028
წლის ჩათვლით, ასობით ახალი
საწარმო და 70,000 სამუშაო
ადგილი შეიქმნება; 2-ჯერ
გავზარდეთ სოფლის
მეურნეობის პროდუქციის
გამოშვება. მომავალი 4 წლის
განმავლობაში, სოფლის
მეურნეობის განვითარებისა
და ქართული სოფლის
გაძლიერებისთვის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3
მილიარდი გამოიყოფა,
ცნობისათვის დაახლოებით
10-ჯერ ნაკლები იყო
გამოყოფილი 2012 წლისთვის;
სწრაფად ვითარდება
ტურიზმი. 2028 წლისთვის
საქართველოში ვიზიტორების
რაოდენობა 11 მილიონს, ხოლო
ტურიზმიდან შემოსავლები 6,4
მილიარდ დოლარს
გადააჭარბებს. ვიწყებთ
მესტიის აეროპორტის ახალი
ტერმინალის მშენებლობას; 2030
წელს საქართველოში
ელექტროენერგიის
გამომუშავება 3-ჯერ
გადააჭარბებს 2012 წლის
მაჩვენებელს და
საქართველო,
ელექტროენერგეტიკული
თვალსაზრისით, სრულიად
თვითკმარი და
დამოუკიდებელი ქვეყანა
გახდება; 2 მილიარდ ლარზე
მეტი გამოიყოფა რეგიონული
განვითარების ფონდისთვის,
400 მილიონი სოფლის
მხარდაჭერის
პროგრამისთვის, 155 მილიონი
მთის ფონდისთვის, ხოლო 200
მილიონი - მუნიციპალური
ტრანსპორტის
პროგრამისთვის; 2012 წლის
შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა
გაზიფიკაციის ტემპი და
უკვე მომავალ წელს
ბუნებრივი აირით
მოსახლეობის 93% იქნება
უზრუნველყოფილი. 15-ჯერ
გაიზარდა სახელმწიფო
ინვესტიციები
წყალმომარაგებაში.
მომავალ წელს 24-საათიან
წყალმომარაგებაზე წვდომა
ქვეყნის ყველა ქალაქს
ექნება; 2012 წლამდე, ქვეყნის
მასშტაბით მხოლოდ 12
იუსტიციის სახლი
ფუნქციონირებდა, 2012 წლის
შემდეგ კი, 109 იუსტიციის
სახლი აშენდა, ხოლო
მომავალი წლის ბოლომდე
კიდევ 12 იუსტიციის სახლი
გაიხსნება და ამით მთელი
ქვეყანა დაიფარება; 2012 წლის
შემდეგ, 4 ჯერ გავზარდეთ
განათლების დაფინანსება.
საბავშვო ბაღები გავხადეთ
სრულიად უფასო და
შემოვიღეთ უფასო
სახელმძღვანელოების
პროგრამა. ქვეყნის
მასშტაბით დავასრულეთ 836
საბავშვო ბაღის
მშენებლობა-რეაბილიტაცია
და დავიწყეთ 885 ბაღის
მშენებლობა-რეაბილიტაციის
პროგრამა. ავაშენეთ 174 სკოლა
და დავასრულეთ 1,000-ზე მეტი
სკოლის რეაბილიტაცია,
მომდევნო 4 წელიწადში კი,
500-ზე მეტი სკოლის
მშენებლობა-რეაბილიტაცია
დასრულდება; 4-ჯერ გაიზარდა
სპორტის დაფინანსება და
შედეგები არის სახეზე
მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა სპორტული
ინფრასტრუქტურა, რაც
სპორტულ მიღწევებზეც
სათანადოდ აისახა და
მომდევნო წლების
განმავლობაში ვიწყებთ 2
მილიარდიან პროგრამას
სპორტული ინფრასტრუქტურის
კიდევ უფრო მეტად
გაუმჯობესებისთვის;
ჩვენმა ხელისუფლებამ
შემოიღო საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამა და
სხვა მიზნობრივი
პროგრამები. 4-ჯერ გაიზარდა
ქვეყნის სოციალური
ბიუჯეტი და ჯანდაცვის
დაფინანსება. შედეგად, 5-ჯერ
გაუმჯობესდა ჯანდაცვის
ფინანსური
ხელმისაწვდომობა ჩვენი
მოსახლეობისთვის, 72-დან 75
წლამდე გაიზარდა
სიცოცხლის საშუალო
ხანგრძლივობა, 155,000-ით
გაიზარდა საპენსიო ასაკს
მიღწეული ადამიანების
რაოდენობა. 5-ჯერ
გაფართოვდა მოსახლეობის
სოციალური დაცვის პაკეტი.
3-ჯერ გავზარდეთ პენსიები. 1
იანვრიდან, 70 წლამდე ასაკის
პენსიონერთათვის პენსია 350
ლარი, ხოლო 70 წელს
გადაცილებულ
პენსიონერთათვის - 450 ლარი
გახდება. შესაბამისად, 420 და
540 ლარამდე გაიზრდება
პენსიები მაღალმთიან
დასახლებებში მცხოვრები
პენსიონერებისთვის; 35,000-მა
დევნილმა ოჯახმა მიიღო
ღირსეული საცხოვრისი, ხოლო
მიმდინარე პროექტების
დასრულების შემდეგ, ბინებს
ახლად აშენებულ
კორპუსებში დამატებით 6,000
დევნილი ოჯახი მიიღებს,
დღეს დავიწყეთ ზუგდიდში 1700
ოჯახისთვის განკუთვნილი
სპეციალური საცხოვრებლის 7
კორპუსის მშენებლობა, რაც
დასრულდება 2027 წელს,“-
აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.