ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ და ჩვენი ახალგაზრდები ომში არ იღუპებიან

Primetime.ge 4 საათი წინ 9
ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ და ჩვენი ახალგაზრდები ომში არ იღუპებიან
„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ„კარგად გახსოვთ, როგორი ზეწოლა მოდიოდა ევროპიდან და აშშ-დან. კარგად გახსოვთ ის თითოეული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ომის [რუსეთ-უკრაინიას] დაწყების დღიდან. ზოგჯერ როგორ არაპოპულარულად ჟღერდა ეს გადაწყვეტილებები. იმ პერიოდში, როდესაც ასეთი მასობრივი შეტევა მიდიოდა ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, ჩვენ მაინც გავატარეთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას მიესადაგება და მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს უკვე ვხედავთ როგორი რიტორიკაა და საითკენ იცვლება ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.ირაკლი კირცხალიამ იმ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ უკრაინის მიმართ გადადგა.„არ არსებობდა პოლიტიკური რეზოლუცია ან დოკუმენტი უკრაინის მხარდამჭერი, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა. ჩვენი შესაძლებლობებიდან და მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში ვედექით უკრაინას და რა მივიღეთ?! - ელჩის გაწვევა, ბულინგი და ზეწოლა ყველა იმ აქაური მარიონეტისგან, რომელიც „დიფ სთეითის“ მანქანის მიერ იმართებოდა“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.დეპუტატმა, უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულება უსურვა და ომში დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
სრულად წაიკითხეთ სტატია