ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილე ირაკლი
კირცხალია „ქართული
ოცნების“ ერთ-ერთი
დეპუტატისთვის გაგზავნილ
მუქარის შეტყობინებას
აფასებს.„დარწმუნებული
ვარ, არც მას - ჩემს კოლეგას
არ გაჰკვირვებია და არც
ჩვენ არავის
გაგვკვირვებია ამ
ლიბერალური ფაშისტებისგან
ასეთი განცხადებები,
თუნდაც, იმ განცხადების
მერე, რაც სუს-მა გააკეთა
რამდენიმე დღის წინ. ასე
რომ, გამოძიება
მიმდინარეობს და ეს იქნება
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტი და დეტალი
მიმდინარე გამოძიების
პროცესში“, - განაცხადა
ირაკლი
კირცხალიამ.„ქართული
ოცნების“ დეპუტატის
წინააღმდეგ მუქარის
სქრინი სუს-ს
მიაწოდეს.სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური
მიმდინარე კვირას
ვითარების ესკალაციას
ელის. უწყების მიერ ორი
დღის წინ გავრცელებული
განცხადების თანახმად,
რადიკალიზაციის
მსურველები ამჯერად
პრეზიდენტის არჩევნების
ჩაშლას შეეცდებიან.