ქართულ - ამერიკულ
ურთიერთობებზე ჩვენ ღიად
ვსაუბრობდით და
საზოგადოებას კარგად
ახსოვს, ყურადღებას
ყოველთვის ვამახვილებდით
გადატვირთვის პოლიტიკაზე, -
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ირაკლი
კირცხალიამ ქართულ -
ამერიკულ ურთიერთობებზე
საუბრისას.„გავიხსენებ
პრემიერის გუშინდელ
განცხადებას, რომ ჩვენ არა
მხოლოდ მზად ვართ
გადატვირთვის
პოლიტიკისთვის ამერიკის
შეერთებულ შტატებთან,
არამედ მზად ვართ, რომ
ახალი ფურცლიდან დაიწყოს
ჩვენი ურთიერთობა. სწორედ
სრული ღირებულებითი
თანხვედრა არის ამ
ყველაფრის საწინდარი. ის
ღირებულებითი თანხვედრა,
რასაც ჰქვია სუვერენული
სიმყარე, დამოუკიდებლობა,
ოჯახური ღირებულებები,
მშვიდობაზე ორიენტირებული
პოლიტიკა, ეკონომიკური
ზრდასა და კეთილდღეობაზე
ორიენტირებული
პოლიტიკა.დარწმუნებული
ვარ, რომ ამერიკის
შეერთებული შტატებისთვის
ჩვენი ქვეყანა რეგიონში
იქნება ამ კონკრეტული
ღირებულებებით ერთ-ერთი
მთავარი მოკავშირე და
დასაყრდენი და ჩვენთვისაც,
როგორც ისტორიულად იყო
ჩვენი მოკავშირე.
დარწმუნებულები ვართ, რომ
თვისობრივად ახალი
ურთიერთობები ექნება
ამერიკის შეერთებულ
შტატებს. ჩვენ არა მხოლოდ
ურთიერთობების
გადატვირთვაზე არამედ
სრულიად ახალი ფურცლიდან
ჩვენი ურთიერთობების
დაწყებისთვის და
გაგრძელებისთვის ვართ
მზად“, - აღნიშნა
კირცხალიამ.