საზოგადოებას ძალიან
კარგად ახსოვს ჩვენი წინა
საარჩევნო დაპირება და
ბრიფინგზე ძალიან ნათლად
იყო ასახული ყველა ის
წარსული მოვლენა, რასაც
ერთხელ და საბოლოოდ ფარდა
უნდა აეხადოს და ერთხელ და
სამუდამოდ უნდა მიეცეს
ამას სამართლებრივი
შეფასება. პოლიტიკური
შეფასება ერთია,
სამართლებრივი შეფასება
მეორეა, - ამის შესახებ
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
პირველმა მოადგილემ
ირაკლი კირცხალიამ,
დღევანდელ ბრიფინგთან
დაკავშირებით განაცხადა,
სადაც ითქვა, რომ შეიქმნება
2003-2012 წლებში მოქმედი
რეჟიმის საქმიანობის
შემსწავლელი დროებითი
საგამოძიებო
კომისია.როგორც
კირცხალიამ აღნიშნა, ეს
პროცესი მნიშვნელოვანია
იმისათვის, რომ კიდევ
ერთხელ თვალსაჩინო გახდეს,
თუ როგორ
ანტისახელმწიფოებრივ
საქმიანობას სჩადიოდა 2012
წლამდე მოქმედი რეჟიმი და
იმ ახალგაზრდებმა,
რომელთაც რეალურად
დაიჯერეს, რომ „კოლექტიური
ნაცმოძრაობა“ წარმოადგენს
პროევროპულ ძალას,
დაინახონ რეალურად რა
ძალებს წარმოადგენდნენ
ისინი.„რაც შეეხება
ითანამშრომლებენ თუ არა
ისინი ამ კომისიასთან, უნდა
შეეგუონ, რომ ცხოვრობენ
სამართლებრივ
სახელმწიფოში,
საპარლამენტო
რესპუბლიკაში, სადაც ყველა
ინსტიტუცია არის
მოწოდების სიმაღლეზე.
ამიტომ დარწმუნებული
იყავით, რომ ვერ ნახავენ
ვერანაირ გზას არ
მონაწილეობის. ხოლო თუ
კიდევ ერთხელ რაღაცა
კანონდარღვევას მიმართეს
და ასე შემდეგ, ამასაც
მიეცემა შესაბამისი
შეფასება. აქ ყველაზე
მთავარი არის ერთი, რომ რაც
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ
ბრიფინგში იყო ნახსენები,
რომ ახალგაზრდების იმ
ნაწილმა, რომელიც რეალურად
ვერ მოესწრო იმ დროს,
ახალგაზრდების იმ ნაწილმა,
რომელმაც შეიძლება
მართლაც გულწრფელად
დაიჯერა ის ბინძური
აღქმები, თითქოს ის ძალები,
ის დანაყოფები
„კოლექტიური
ნაცმოძრაობის“, რომელიც
დღეს არის ე.წ. ოპოზიციად
წარმოდგენილი
საქართველოში, რომ
პროევროპული ძალა არის, აი
მათთვის იქნება კიდევ
ერთხელ თვალსაჩინო
მაგალითი თუ რეალურად რა
ძალებს წარმოადგენდნენ, თუ
რეალურად როგორ
ანტისახელმწიფოებრივ
საქმიანობას სჩადიოდნენ 2012
წლამდე და 2012 წლის შემდგომ
უკვე საზოგადოება კარგად
ხედავს რით არიან
დაკავებული, ამას
აუცილებლად უნდა მიეცეს
შეფასება. როგორც
დაანონსდა საგაზაფხულო
სესიის პირველივე კვირაში
შეიქმნება კომისია და უკვე
საშემოდგომო სესიაზე
რეკომენდაციები
პარლამენტის მხრიდან მზად
იქნება, რომ წარედგინოს
შესაბამის ორგანოებს. ასე
რომ იქნება ძალიან
საინტერესო პროცესი და
დამერწმუნეთ იქნება
თვალსაჩინო პროცესი
თითოეული დაინტერესებული
მხარისთვის და კიდევ
ერთხელ ხაზგასმით მინდა
ვთქვა, იმ
ახალგაზრდებისთვის, იმ
შეიძლება გულწრფელად
ვისაც სჯერა, რომ კიდევ
ერთხელ ვამბობ აი ეს ვითომ
დანაყოფები „კოლექტიური
ნაცმოძრაობისა“ რაიმე
პროევროპულ ძალას
წარმოადგენენ, კიდევ
ერთხელ იქნება ამათი
ლუსტრაცია თუ რეალურად რით
იყვნენ დაკავებული 2012
წლამდე“, - განაცხადა
ირაკლი კირცხალიამ.