ყველა თანხა, რომელიც
მობილიზდებოდა,
ხმარდებოდა დესტრუქციასა
და გადატრიალების
მცდელობას, - განაცხადა
საპარლამენტო ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ, ირაკლი
კირცხალიამ მდიდარი
არასამთავრობოების
მხრიდან სახელმწიფოს
საბოტაჟის თემაზე
საუბრისას.„ყველა თანხა,
რომელიც მობილიზდებოდა
ფონდში, ხმარდებოდა იმ
დესტრუქციასა და
გადატრიალების მცდელობას -
ესენი იყვნენ ერთ-ერთი
ჭანჭიკი იმ დიდ სქემაში,
რომელიც გამჟღავნდა
მსოფლიოში, არა მხოლოდ
ჩვენს ქვეყნაში და
ეხმარებოდა რა თქმა უნდა,
ჯარიმის გადახდას,
პიროტექნიკის შეძენას, არ
გამოვრიცხავ, ხელფასების
გადახდას და ასე შემდეგ -
შეცდომაში შეყვანილი იმ
ახალგაზრდებისა და იმ
პარტაქტივის, რომელთაც
შემდეგ თვითონ ესენი
თავიანთ ჯარისკაცებს
ეძახდნენ“, - განაცხადა
კირცხალიამ.მდიდარი
არასამთავრობოები
სახელმწიფოს საბოტაჟის
სამსახურში - როგორც
ცნობილია, გავლენიანი
„ენჯეოები“ აქციების
მონაწილეებს
აირწინაღებით, წიწაკის
სპრეით და სხვა მასალებით
შემდგომი ძალადობრივი
ქმედებებისთვის
ამარაგებდნენ.