ის, რომ ლიბერალური ფაშიზმი
გახლავთ ზუსტი ახსნა და
განმარტება იმ სამწუხარო
მოვლენის, რომელიც არის
ჩვენს საზოგადოებაში ამ
ერთი მუჭა რადიკალების
გადამკიდე, არის ფაქტი, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ ფრაქციის
თავმჯდომარემ და
საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერმა
ირაკლი კირცხალიამ ბექა
ოდიშარიას მიმართ
მიყენებულ შეურაცხყოფაზე
საუბრისას.„ყველაფერს
კადრულობენ იმისთვის, რომ
ეს ვიწრო პარტიული, მდარე
ინტერესი გამოავლინონ“, -
აღნიშნა ირაკლი
კირცხალიამ.„მოკვდები
ისედაც, კიბო გაქვს“, - ამ
სიტყვებით მიმართა
რადიკალური ოპოზიციის
ორგანიზებული აქციის
ერთ-ერთმა მონაწილემ ბექა
ოდიშარიას.