FARA-ს კანონის ასლი მხოლოდ და
მხოლოდ ემსახურება ერთს,
ჩვენი
სახელმწიფოებრიობის,
სუვერენიტეტისa და
დამოუკიდებლობის
გამყარებას - არ არის
საქართველო რაღაც
ექსპერიმენტების
ჩატარების პოლიგონი,-
განაცხადა „დღის
ქრონიკაში“ ფრაქცია
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარის პირველმა
მოადგილემ ირაკლი
კირცხალიამ.მისივე თქმით,
არაერთხელ ყოფილა
საქართველოში სახელმწიფო
გადატრიალების
მცდელობა.„FARA-ს კანონის
ასლი ემსახურება
ერთადერთს - აღკვეთას იმ
საშინელების, დესტრუქციის,
ბინძური და ბოროტი
ზრახვების, რომელიც
გააჩნდათ „დიფ სთეითის“
წარმომადგენლებს,
იქნებოდა ეს ამერიკაში,
ევროკავშირში თუ
საქართველოში. ფაქტი
სახეზეა, რომ ამის სურვილი
იყო და უკვე ვეღარ ვითვლით,
მერამდენედ ცდილობდნენ ამ
სახელმწიფოს
გადატრიალებას. მარტო
რამდენჯერ წვავდნენ ამ
შენობას, საიდანაც ახლა მე
თქვენ გერთვებით. ეს
ყველაფერი საიდან მოდიოდა?!
ეს ყველაფერი, ხომ უკვე
გაშიფრულია. ამ ყველაფრის
ერთ-ერთი მთავარი დონორი,
სამწუხაროდ იყო ამერიკის
შეერთებული შტატებიდან, USAID,
რომელსაც ჩვენი მხილებაც
აღარ სჭირდება, ამას თვითონ
ამერიკის შეერთებულ
შტატებში მოქმედი ახალი
ადმინისტრაცია პირდაპირ
ამხელს. სამი თვით
შეჩერებულია არა მხოლოდ
საქართველოში, არამედ
მსოფლიოს მასშტაბით
ყველანაირი დაფინანსება.
დარწმუნებული ვარ, ამის
სამართლებრივ პროცესსაც
ძალიან მალე ვიხილავთ
ამერიკის შეერთებულ
შტატებში და არა მხოლოდ.ეს
კანონი მხოლოდ და მხოლოდ
ემსახურება ერთს, ჩვენი
სახელმწიფოებრიობის,
სუვერენიტეტისდა
დამოუკიდებლობის
გამყარებას. ჩვენი ქვეყნის
უსაფრთხოებას,
განვითარებას იმიტომ, რომ
ერთხელ და სამუდამოდ უნდა
დამთავრდეს აქ რაღაც
ორგანიზაციების, ავად
მოსურნე ხალხის,
ავადმყოფური იდეების
განხორციელების მცდელობა.
არ არის საქართველო რაღაც
ექსპერიმენტების
ჩატარების პოლიგონი.
გამოვიარეთ ჩვენ ძალიან
ბევრი რამ ამ ბოლო 35 წლის
მანძილზე და ბევრი რაღაც
ვისწავლეთ, თუნდაც ჩვენი
შეცდომებიდან გამომდინარე
და დღეს, საქართველო არის
დამოუკიდებელი, როგორც
არასდროს საქართველოს
დამოუკიდებლობის
ისტორიაში. ამას უნდა
შეეგუოს ჩვენი მეგობრებიც,
პარტნიორებიც და
აგენტებიც, რომლებიც
მოქმედებენ დღეს
საქართველოში ე.წ.
ოპოზიციის სახელით“,-
აღნიშნა კირცხალიამ.