ვისაც ჯერ კიდევ ამ
გაფრენილი ქალის სჯერა –
ჯერ ქარტია შექმნა და იქ
ვიღაცები შევიდნენ,
ვიღაცები – არა. შემდეგ
თქვა, ქარტიამ არ გაამართლა
და წინააღმდეგობის
პლატფორმა შევქმნათო. ამას
ვიღაცები სკეპტიკურად
შეხვდნენ. ახლა თურმე 26
მაისის კომიტეტი უნდა იყოს,
– ამის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დიასპორის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ზარქუამ
განაცხადა.ზარქუას თქმით,
სალომე ზურაბიშვილის
საქმე არ არის აღლუმის
მიღება-ჩაბარება.„ვიღაცამ
უთხრას, რომ პრეზიდენტი
აღარ არის. აღლუმს იბარებს?
იქ „ხაბე“ არ მივა, მასზე
გაბრაზებულია, არ
დაეწყობიან. მის
ღონისძიებაზე მაქსიმუმ
„ჩერგომ“ ჩაიშხუილოს და
„ბოკუმ“-ბოკუჩავამ. მისი
საქმე აღლუმის
მიღება-ჩაბარება არ არის და
რის ორგანიზებას აკეთებს?
კიდევ ერთი გიჟი ჰყავთ,
რომელმაც თქვა,
სექტემბერში არჩევნებს
მობილურებით ჩავატარებთო
– დატენეთ, რა. გეუბნებით, ეს
იდეა აქვთ. შეიძლება,
არჩევნები მობილურებით
გაყალბდეს და ფაქსებით
ჩაატარონ, რომელსაც შემდეგ
ლეგიტიმაციას მივანიჭებთ.
ამ ადამიანებზე
სერიოზულად როგორ
ვილაპარაკოთ, გიჟების
დოღია“, – განაცხადა ირაკლი
ზარქუამ.