ჩვენ მივიღეთ კანონი
დეზინფორმაციაზე და
დაბრალებასთან
დაკავშირებით. „ტვ
პირველმა“ მორიგჯერ
იკადრა, რომ თურმე ეს არის
ივანიშვილის ბანკი,
რომელიც დასაქცირდება,
სვიფტიდან ჩაიხსნება და
ასეთ სიგიჟეებს ამბობენ, -
განაცხადა პარლამენტის
დიასპორის საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ზარქუამ.მისი თქმით,
ბანკმა „ტვ პირველის“
წინააღმდეგ სასამართლოს
სწორედ სვიფტთან არსებული
საერთაშორისო
ვალდებულებების ფარგლეში
მიმართა რაც „ტვ პირველმა“
დამალა და ითქვა მხოლოდ ის,
რომ საჩივარი ბანკის
ბიძინა ივანიშვილის
საკუთრებად მოხსენიების
გამო დაიწერა.„წლების წინ,
ბატონმა ივანიშვილმა
საქველმოქმედო ფონდს
გადასცა ბანკიდან მთელი
მისი აქტივები. ამის შემდეგ
მაინც აგრძელებენ
დეზინფორმაციას,
დაბრალებას როგორც
მანამდე აკეთებდნენ.
აქედან გამომდინარე მე
მგონია, რომ ბანკის მხრიდან
გადადგმული ნაბიჯი, რომ
იდავოს სასამართლოში და
უჩივლა, გამართლებულია“, -
აცხადებს ზარქუა.