დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
ირაკლი ზარქუამ ე.წ.
„მეგობარ აქტს“, რომელიც
აშშ-ის ძველი
ადმინისტრაციის
ხელმძღვანელობით არის
შემუშავებული ცინიკური
უწოდა.„ცინიკურია ეს ე.წ.
„მეგობარი აქტი“, რაც ძველი
ადმინისტრაციის
მეცადინეობით და
ხელმძღვანელობით
ამერიკაში შეიმუშავეს. ვერ
ეშვებიან, ეტყობა
გადახდილია ლობისტური
კომპანიებისთვის
სერიოზული თანხა და
ბოლომდე უნდა გაიყვანონ და
გავიდნენ აბა. მთელმა
საქართველომ იცის მდიდარი
„ენჯეოშნიკები“ რას
ემსახურებოდნენ, მათ შორის
ტრამპის
ადმინისტრაციისგან გახდა
ეს კიდევ უფრო მეტად
ცნობილი და ცხადი. ამის
შემდეგ ახლა ეს ე.წ.
„მეგობარი აქტი“ რაც
იქნება წარმოდგენილი,
რომელიც პირდაპირ მტრული
აქტია ჩვენი ქვეყნისა და
სახელმწიფოებრიობის
წინააღმდეგ, დაველოდოთ და
ვნახოთ „ენჯეოშნიკების“
მხარდაჭერა თუ არის
პატრიოტიზმი და ქართული
სახელმწიფოს მხარდაჭერა,
ლგბტ პროპაგანდის
მხარდაჭერა აგერ ქართული
საზოგადოება მაგაზე კიდევ
უფრო მეტ წარმოდგენას და
პოზიციას შეიქმნის“, -
განაცხადა
ზარქუამ.არასამთავრობო
ორგანიზაციები მორიგი
პერფორმანსისთვის
ემზადებიან. საქართველოს
წინააღმდეგ მიმართული
აქტის განხილვის
მხარდასაჭერად, ოპოზიცია
თბილისში შეკრებას და
დოკუმენტში გამოთქმული
ცრუ შეხედულებების
მხარდაჭერას გეგმავს.
სახელისუფლებო გუნდი
დოკუმენტს ცინიკურს
უწოდებს. შეგახსენებთ, რომ
ეს ის აქტია, რომელიც
ბაიდენის ადმინისტრაციის
პირობებში, რადიკალების
დასავლელმა მოკავშირეებმა
დაარეგისტრირეს და რომლის
მიზანიც ჩვენი ქვეყნის
მტკიცე პოზიციის
საპირისპირო განწყობის
გაღვივებაა.