საქართველოში
მნიშვნელოვანი პირის
ჩამოსვლას ვუმალავთ
რადიკალურ ოპოზიციას და
[ჯო] ბატონ უილსონს, რომელიც
ყველაფერზე კომენტარს
აკეთებს, - განაცხადა
პარლამენტის დიასპორის
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე, ირაკლი
ზარქუამ. მან ეუთოს
გენერალური მდივნის
ვიზიტთან დაკავშირებით
გააკეთა
კომენტარი.„გუგავა მოვაო -
ხომ იცით, იმას ჩაენაცვლა
ახლა უილსონი და თავის
ჭკუით მართავს პროცესებს
იქიდან. მისი დაკვეთა იყო,
რომ საქართველოში არ
ჩამოსულიყო [ეუთოს
გენმდივანი] თითქოს
ლეგიტიმაცია არ მიეცა
ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენ
ლეგიტიმაცია მივიღეთ
მოსახლეობისგან, ხოლო
ლეგიტიმაცია ამ
უსამშობლოებსა და მათ
პატრონებს სჭირდებათ, რათა
პოლიტიკაში დარჩნენ“, -
აღნიშნა ზარქუამ.ეუთოს
გენერალური მდივანი,
ფერიდუნ სინირლიოღლუ
საქართველოში ვიზიტის
ფარგლებში მაღალი დონის
შეხვედრებს განაგრძობს.
დღეს ის საქართველოს
პრემიერ-მინისტრს,
პრეზიდენტსა და
პარლამენტის თავმჯდომარეს
შეხვდება.