ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე: ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის

Primetime.ge 3 დღის წინ 11
ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე: ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ფარას“ ანალოგზე - უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონის შესვლაზე ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილის კრიტიკა იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში რევოლუციის მოწყობა და „აგენტურის დასმა“ კვლავ არ არის მოხსნილი დღის წესრიგიდან.„ჩვენ ამას ხელს ვუშლით მთელი რიგი მექანიზმებით. პირველი - ხალხს ვუთხარით სიმართლე, რა და როგორ იყო, ხალხი გვენდო და გვერდში დაგვიდგა. მეორე ხაზი - იცით, რომ გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, რასაც ამათ „რუსული კანონი“ დაარქვეს. ამ კანონზე გაცილებით უფრო მკაცრი კანონი მიიღო ჩვენს შემდეგ საფრანგეთმა, ასევე, ინგლისმა გამოაცხადა, რომ კანონი უნდა მივიღოთო. თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაინიციირებულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ უფრო მონიტორინგის ქვეშ იყვნენ, რას და როგორ აფინანსებენ. ამ დროს ჩვენს ქვეყანას ამუნათებდნენ, რომ ქართულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა იმ ფონდების და დაფინანსებების ღიაობა და ამაზე ჯვარს გვაცვეს.მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ გვანახა, თუ რა სიგიჟეები ფინანსდებოდა და შოკის მომგვრელი ინფორმაცია მივიღეთ, დღის წესრიგში დადგა, რომ ის ამერიკული კანონი, რომელიც მოქმედებს უკვე ათეული წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პირდაპირ გადმოგვეღო ქართულ სინამდვილეში და სწორედ ეს გავაკეთეთ", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.მან „ფარას“ ანალოგზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციაზეც ისაუბრა.„ახლა აქაური ხელმოცარული „ენჯეოშნიკები“ გვამუნათებენ, რომ ეს მარწუხებში აქცევს, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ არისო. თუ რამე პრეტენზია აქვთ, მობრძანდნენ და ერთად მივიდეთ ამერიკის საელჩოსთან და ელჩს ვკითხოთ, რაშია საქმე - ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის. ასე ვერ მოხდება, ასე არ გაგიტარებთ, გამორიცხულია. კანონი ამოქმედებულია, ყველას მოუწევს რეგისტრაციის გავლა, ვისაც დასამალი არაფერი აქვს. ასეულობით ორგანიზაცია დარეგისტრირდა და დღემდე მუშაობენ. ვინმემ მათ ხელი შეუშალა? - არა. ხოლო მას, ვინც მავნებლობს, ჩვენს წინააღმდეგ გაილაშქრებს, პასუხისგება მოუწევს“, - განაცხადა ზარქუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია