დიასპორისა და კავკასიის
საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარემ,
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა,
ირაკლი ზარქუამ „საფარის“
მიერ არქივის ნაწილის
განადგურებასთან
დაკავშირებით კომენტარი
მედიასთან
გააკეთა.„გადახედეთ
ევროპასა და აშშ-ში,
არასამთავრობო
ორგანიზაციების
საქმიანობა კონტროლზე
ჰყავთ აყვანილი უკვე,
იმდენი სიგიჟეები ჰქონდათ
ჩადენილი. ჩვენც გვაქვს
გონივრული ეჭვი, რომ ეს
არასამთავრობო
ორგანიზაციები
ემსახურებიან არა ხალხის,
საზოგადოების ინტერესებს,
არამედ კონკრეტული
ქვეყნის დაკვეთას“, -
აღნიშნა ირაკლი
ზარქუამ.„საფარის“
ხელმძღვანელი, ბაია
პატარაია ამბობს, რომ
ორგანიზაციის აქტივის
უდიდესი ნაწილი
გაანადგურა, რათა
„სენსიტიური ინფორმაცია
ხელში არავის ჩაუვარდეს“.