ირაკლი ზარქუა: არიან გარკვეული ჯგუფები, პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მათ სჭირდებათ, მათ ლეგიტიმაციას, რომ საერთოდ არ გაქრნენ, როგორც „ნაცები“ და „ნეო ნაცები“ ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან

Primetime.ge 3 დღის წინ 2
ირაკლი ზარქუა: არიან გარკვეული ჯგუფები, პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მათ სჭირდებათ, მათ ლეგიტიმაციას, რომ საერთოდ არ გაქრნენ, როგორც „ნაცები“ და „ნეო ნაცები“ ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან
არიან გარკვეული ჯგუფები, პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ აპირებენ [არჩევნებში] მონაწილეობის მიღებას. ეს მათ სჭირდებათ, მათ ლეგიტიმაციას, რომ საერთოდ არ გაქრნენ, როგორც „ნაცები“ და „ნეო ნაცები“ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე საუბრისას.მისი თქმით, კიდევ უფრო გაზრდილია მხარდაჭერა „ქართული ოცნების" მიმართ, რადგან ხალხმა გაიაზრა და გაითავისა, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ენა, მამული, სარწმუნოება, ქართული ღირებულებები და „ქართული ოცნება" ამ ღირებულებებს დაიცავს.„ჩვენ მარტო არ ვიქნებით არასდროს იმიტომ, რომ მმართველ პარტიას მხარს უჭერს 54%. ეს არის მილიონ მოქალაქეზე გაცილებით მეტი, შესაბამისად, ლეგიტიმაცია ჩვენ არ გვჭირდება არავისგან. ჩვენ ქართველი ხალხისგან მივიღეთ ლეგიტიმაცია. რაც შეეხება, საარჩევნოს ბიულეტენს და თემატიკას, აქ არიან გარკვეული პარტიები, აგერ „გირჩები", რომლებიც თავიდანვე ამბობდნენ, რომ ჩვენ დავმარცხდით არჩევნებში და მოიგო მმართველმა პარტიამო. რაც შეეხება დარღვევებს, აგერ არის „ეუთო ოდირი", რომელმაც თქვა, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე არჩევნების დღეს ეგ არჩევნები.რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, არიან გარკვეული ჯგუფები, პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ეს მათ სჭირდებათ, მათ ლეგიტიმაციას, რომ საერთოდ არ გაქრნენ, როგორც „ნაცები“ და „ნეო ნაცები“ ქრებიან პოლიტიკური ასპარეზიდან. ერთია უბრალოდ, რომ მათ ექნებათ წარმომადგენლობითი ფუნქცია იმიტომ, რომ ჩვენ განწყობებს, მიდგომებს და მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენს რეგიონებში და მეტსაც გეტყვით, კიდევ უფრო გაზრდილია ის, იმიტომ, რომ ყველამ გაიაზრა, მათაც კი, ვინც ნეიტრალურად იყო განწყობილი, თუ რა ტრაგედიას და უბედურებას გადავარჩინეთ ეს ქვეყანა. ყველამ გაიაზრა და გაითავისა, რომ ქართველ ხალხს სჭირდება ენა, მამული, სარწმუნოება, ქართული ღირებულებები და ჩვენ ამას დავიცავთ“, - განაცხადა ზარქუამ.
სრულად წაიკითხეთ სტატია