ირაკლი აბესაძე: თბილისელების გულის მოსაგებად და უფრო მეტად საკუთარი კორუფციული მადის გადაჭარბებულად დასაკმაყოფილებლად კალაძის მერია წელს აპირებს დააკონტრაქტოს…
2 თვის წინ
29
“თბილისელების გულის მოსაგებად და უფრო მეტად საკუთარი კორუფციული მადის გადაჭარბებულად დასაკმაყოფილებლად კალაძის მერია წელს აპირებს დააკონტრაქტოს:
კიდე 115 მეტროს ვაგონის შეძენა – დაახლოებით 200 მილიონი ევრო;
ტრამვაის ხაზი დიდი დიღმიდან დიდუბემდე – დაახლოებით 150 მილიონი ევრო;
მეტროსადგურები ვარკეთილის და გლდანის მხარეს – დაახლოებით 250 მილიონი ევრო;
მეტროს მესამე ხაზი, რომელიც ვაკეში გავა – დაახლოებით 450 მილიონი ევრო. ანუ ჯამში მინიმუმ 1 050 000 000 ევრო – 3 200 000 000 ლარი.
თუ “თეგეტასგან” ავტობუსების შეძენისას 250 მილიონიდან “გაქრა” 60 მილიონი ანუ დაახლოებით 25%, აქაც იგივეს განმეორების შემთხვევაში “გაქრება” – 800 000 000 ლარი. უტრირება გგონიათ?! ვნახოთ…” – წერს სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე Facebook-ზე.
ირაკლი აბესაძე: თბილისელების გულის მოსაგებად და უფრო მეტად საკუთარი კორუფციული მადის გადაჭარბებულად დასაკმაყოფილებლად კალაძის მერია წელს აპირებს დააკონტრაქტოს…