ინფრასტრუქტურის მინისტრი
რევაზ სოხაძე, მინისტრის
მოადგილესთან, ვახუშტი
ბაგრატიონსა და
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
თავმჯდომარესთან, ლევან
დარახველიძესთან ერთად,
გზების მშენებელი
კომპანიების
წარმომადგენლებს
შეხვდა.შეხვედრაზე
მთავარი განსახილველი
თემა იყო სამინისტროს
გადაწყვეტილება – 2026 წლიდან
ამოქმედდეს გზების
მშენებლობა-რეაბილიტაციისას
მოდიფიცირებული ასფალტის
გამოყენების
მოთხოვნა.როგორც
მინისტრმა აღნიშნა, გზის
ხარისხისა და უსაფრთხო
გადაადგილების
უზრუნველსაყოფად
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი გეგმავს, 2026
წლიდან სახელმწიფო
პროექტებში გზის საფარის
ზედა ფენისთვის
სავალდებულოდ განსაზღვროს
მოდიფიცირებული
ასფალტო-ბეტონის
გამოყენება.მოდიფიცირებული
ასფალტი მნიშვნელოვნად
აუმჯობესებს გზის საფარის
გამძლეობასა და
მდგრადობას როგორც მაღალი
ტემპერატურის, ისე ყინვის
პირობებში. ის უკეთ
ეწინააღმდეგება კლიმატურ
და მექანიკურ დატვირთვებს,
ამცირებს ბზარების
წარმოქმნის რისკს, ზრდის
გზის ექსპლუატაციის ვადას
და უზრუნველყოფს
სატრანსპორტო
საშუალებების უკეთეს
მოჭიდებას, რაც მძღოლების
უსაფრთხოებასაც უწყობს
ხელს.შეხვედრაზე, ასევე,
გაიმართა პრეზენტაციები
ასფალტო-ბეტონის
მოდიფიკაციის თანამედროვე
ტექნოლოგიებზე, თბილი
ასფალტო-ბეტონის
გამოყენების
უპირატესობებზე და
ტექნოლოგიური ნაცრის
ბაზაზე გზის საფუძვლის
რეციკლირებისა და
სტაბილიზაციის ინოვაციურ
მიდგომებზე.შეხვედრას,
ასევე, ესწრებოდნენ
საავტომობილო გზების
დეპარტამენტის
თავმჯდომარის მოადგილეები
და დეპარტამენტის სხვა
წარმომადგენლები.ინფორმაციას
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
პრესსამსახური ავრცელებს.