ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 9 თვის ბიუჯეტი ₾339.9 მილიონის გადაჭარბებით შეასრულა

News.ge 2 თვის წინ 99
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 9 თვის ბიუჯეტი ₾339.9 მილიონის გადაჭარბებით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით, ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 579.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9 მლნ ლარით მეტია.
„სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, სამინისტროს არსებობის ისტორიაში, 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2024 წლის 9 თვის გეგმებს გადააჭარბეს სამინისტროს მართვაში არსებულმა უწყებებმაც და ქვეყნის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს: საავტომობილო გზების დეპარტამენტმა – 1 558.4 მილიონი ლარი (გეგმის 121%), სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა – 584.8 მილიონი ლარი (გეგმის 105%), შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ – 393.5 მილიონი ლარი (გეგმის 110%), შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ – 35.9 მილიონი ლარი (გეგმის 126 %)“, – აღნიშნულია უწყების მიერ ინფორმაციაში.

სრულად წაიკითხეთ სტატია