"ინფორმაციის მისაწოდებლად ვიყავით" - გიორგი ბურჯანაძე პასუხობს კითხვას, თუ რა მიზნით იყვნენ ის და ნინო ლომჯარია 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტში

Primetime.ge 3 დღის წინ 5
"ინფორმაციის მისაწოდებლად ვიყავით" - გიორგი ბურჯანაძე პასუხობს კითხვას, თუ რა მიზნით იყვნენ ის და ნინო ლომჯარია 20 ივნისის ღამეს გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტში
საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოსმენა და მის მიერ გაკეთებული განცხადებები ისევ პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა. მმართველ გუნდში აინტერესებთ, რა უნდოდა მაშინდელ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს 20 ივნისის ღამეს, აქციის დარბევის დროს გიორგი გახარიასთან ერთად პარლამენტში.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "კურიერი" ნინო ლომჯარიას დაუკავშირდა, თუმცა ის "კურიერის" სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს. თუმცა "კურიერი" ესაუბრა ნინო ლომჯარიას ყოფილ მოადგილეს გიორგი ბურჯანაძეს, რომელიც ადასტურებს, რომ 20 ივნისის ღამეს მათი პარლამენტში ყოფნის მთავარი მიზანი იყო სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე."ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს რისთვისაც ვიყავით იქ, ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, მას შემდეგ, რაც ჩვენ გარეთ ვნახეთ, რა დარღვევები ხორციელდებოდა, პოლიცია ძალაუფლებას როგორ ამეტებდა და ჩვენ ამ ინფორმაციის მისაწოდებლად ვიყავით აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან პარლამენტის შენობაში და ამ მიზნით ვიყავით პარლამენტის შენობაში შესულები გვიან ღამით. რაც არის, ყველაფერი გვიწერია ჩვენ ჩვენს ანგარიშში, სპეციალური ანგარიშიც გვაქვს გამოცემული, ასევე, საპარლამენტო ანგარიშიც და ყველა საკითხზე იქ ნახავთ ინფორმაციას," - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.აღნიშნულ საკითხზე შეფასებები კეთდება ასევე, გიორგი გახარიას გუნდში."მე ვერ ვისაუბრებ კონკრეტულ მომენტში, რა დატვირთვის იყო მისი იქ თუ სხვა ადგილას ყოფნა. გიორგი გახარიამ თქვა, ასევე, ის, რომ იქ ძალიან ბევრი ადამიანი ტრიალებდა იმ ღამეს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ჩართული იყოს სახალხო დამცველი," - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ტატა ხვედელიანმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია