"ინაუგურაცია ვერ იქნება და
ჩემი მანდატი გრძელდება," -
განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ვიდეო
მიმართვაში თქვა, რომ
აპირებს ვალდებულება
შეასრულოს იმ ვადამდე,
სანამ ახალი, მისივე თქმით,
ლეგიტიმური პარლამენტი არ
შეიკრიბება.ამას გარდა,
როგორც სალომე
ზურაბიშვილმა განაცხადა,
ის იქნება პოლიტიკური
პროცესის სათავეში,
რომელმაც ქვეყანა "ახალ
არჩევნებამდე უნდა
მიიყვანოს". პრეზიდენტის
განმარტებით, მის გარშემო
შეიკრიბებიან
საზოგადოების და
პოლიტიკური სპექტრის
წარმომადგენლები.