საქართველოს ბანკი როგორც
განათლების მხარდამჭერი
ფინანსური ორგანიზაცია,
რეგიონებში საინტერესო
შეხვედრების ორგანიზებას
აგრძელებს.ამჯერად 11
ივლისს, გორში, სასტუმრო Gori
Inn- ში, 19 საათზე, მწერალი
დავით ტურაშვილი წიგნების
მოყვარულთათვის შეხვედრას
გამართავს და მისულ
სტუმრებს განათლებაზე,
ლიტერატურასა და
წიგნიერების
მნიშვნელობაზე
ესაუბრება.შეხვედრაზე
დასწრების მსურველები
უნდა დარეგისტრირდნენ
შემდეგ ბმულზე:
https://go.bog.ge/3Ib59nS შეხვედრის ბოლოს
ვიქტორინა მოეწყობა და
გამარჯვებულებს საჩუქრად
დათო ტურაშვილის
ხელმოწერილი წიგნები
გადაეცემათ განათლების
გზაზე არ გაჩერდე!