"იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა სამომავლოდ იყოს აღმოფხვრილი, კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს" - შპს "მს +"

Primetime.ge 7 საათი წინ 3
"იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა სამომავლოდ იყოს აღმოფხვრილი, კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს" - შპს "მს +"
თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით, შპს "მს +" განცხადებას ავრცელებს."ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. უმოკლეს დროში დაიწყო მის დასადგენად აქტიური მუშაობა. გაითიშა გადახდის აპარატები. მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება, ხარვეზის უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად. შპს "მს+" ბოდიშს უხდის მგზავრებს სერვისის შეწყვეტის გამო. ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ხარვეზი,რაც დისკომფორტს უქმნის მგზავრებს ან მათ გადაადგილებას. იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა სამომავლოდ იყოს აღმოფხვრილი, კომპანია კიდევ უფრო გაამკაცრებს სამგზავრო გადახდის სისტემის ტექნიკური შემოწმების პროცესს, რომ მომავალში დაზღვეული ვიყოთ მსგავსი ინციდენტისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.ცნობისთვის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს. აპარატების დროებით გათიშვასთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სრულად წაიკითხეთ სტატია