
პოლიტიკოსი, ლევან ცუცქირიძე:
გუშინ “იმედს” მორიგი დეზინფორმაცია გამოუცხვია (აბა, რას იზამდა), სადაც მახსენეს მეც და ჩემი წინა სამსახურიც, რომელსაც თურმე საქართველოში არეულობის მოსაწყობად 3 მილიონი ევრო მოგვცა ევროპამ.
ფაქტი: ის კვლევითი პროექტი 6 ქვეყანაში ხორციელდებოდა და სამწლიანი იყო. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრს კი იქიდან 109,062 ევრო და 50 ცენტი უნდა მიეღო. ამ ყველაფრის გადამოწმება ძალიან ადვილი იყო, “ჟურნალისტს” ამის სურვილი რომ გასჩენოდა.