15 წლის რომა დგებუაძის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ,
რომელიც ავარიის დროს
მძიმედ დაშავდა ახალი
ინფორმაცია
ვრცელდება.„ზოგადი
მდგომარეობა ისევ მძიმეა,
მაგრამ იმედს არ ვკარგავთ,
დღეს რომამ დრენაჟის
გამოცვლის დროს ტკივილი
იგრძნო და ფეხიც
გაამოძრავა. რეფლექსები
ისევ გამოვლინდა. ექიმები
იმედს არ კარგავენ და არც
ჩვენ არ გვაქვს ამის
უფლება. ვილოცოთ რომასთვის
“, – ნათქვამია სოციალურ
ქსელში გავრცელებულ
პოსტში.შეგახსენებენ, რომ
რომა დგებუაძეს 28 მარტს
დაეჯახა მანქანა, ქუთაისში
გაუკეთდა ოპერაცია, დაეწყო
ტვინის შეშუპება და საჭირო
გახდა თავის ქალის
ტრეპანაცია. ბავშვი
შეყვანის დღიდან არის
კომატოზურ მდგომარეობაში.1
აპრილს რეანიმობილით
ბავშვი თურქეთში
გადაიყვანეს.