„იმედი მაქვს, რომ უფლებამოსილების არცნობის შესახებ წერილის მოთხოვნაც შესრულებული იქნება“ - თინა ბოკუჩავა

Primetime.ge 10 საათი წინ 3
„იმედი მაქვს, რომ უფლებამოსილების არცნობის შესახებ წერილის მოთხოვნაც შესრულებული იქნება“ - თინა ბოკუჩავა
სამი ოპოზიციური პარტიის მიერ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ფრაქციებისადმი მიმართავს, "არ დადასტურდეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება ასამბლეაში" თავად ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან.გზავნილის მთავარი ადრესატი საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელები არიან.ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" და "ძლიერი საქართველო".პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ ოპოზიციის ერთიანი გზავნილი, რომელიც საგარეო კომუნიკაციას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია."საგარეო კომუნიკაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი გზავნილი, სწორედ ასეთმა ერთიანმა კომუნიკაციამ გამოიღო შედეგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმების და უვადოდ გადადების შემთხვევაში. მე იმედი მაქვს, რომ ამ წერილის მოთხოვნაც შესრულებული იქნება, რაც ეხება უფლებამოსილების არცნობას", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.მიმართვასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, გრიგოლ გეგელია."ევროპის საბჭო ემყარება შესაბამის პრინციპებს, მათ შორის არის ადამიანის უფლებების დაცულობა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. აქედან ყველა მათგანს არღვევს "ქართული ოცნება", რომელიც არის ფუნდამენტურ აცდენაში ევროპის საბჭოს დებულებასთან, მთელ რიგ წესებთან და მუხლებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპის საბჭოს ვთხოვთ რომ არ მოხდეს ე.წ. დელეგაციის აღიარება", - ამბობს გრიგოლ გეგელია.სამი პარტიის წერილს არ შეუერთდა გიორგი გახარიას გუნდი, სადაც თქვეს, რომ მათ ევროსაბჭოში წერილი უფრო ადრე გაგზავნეს, სხვა პარტიებთან კი შეთანხმება ვერ შედგა."რაღაც შემთხვევაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამოუკიდებელი კომუნიკაცია ბევრად ეფექტურია, ასე იყო ახლაც. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამ მოთხოვნით მიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ყველა წამყვანი ფრაქციის და ჯგუფის ხელმძღვანელს იმ მოთხოვნით, რომ მათ არ მისცენ ლეგიტიმაცია ახალ დელეგაციას", - ამბობს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია