იმდენად არიან გართული რუსეთთან ბრძოლით, ნელ-ნელა თავად ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან - შალვა პაპუაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებზე

Primetime.ge 1 კვირა წინ 9
იმდენად არიან გართული რუსეთთან ბრძოლით, ნელ-ნელა თავად ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან - შალვა პაპუაშვილი ევროპელ პოლიტიკოსებზე
"არის გამონათქვამი - ის, ვინც ებრძვის ურჩხულს, უნდა დაფიქრდეს, თავად არ იქცეს ურჩხულად. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსში, რომ იმდენად გართული არიან რუსეთთან ბრძოლით და იმასთან, რასაც უწოდებენ არადემოკრატიულ ქცევას, თავად ნელ-ნელა ითვისებენ იმ მეთოდებს, რომელიც საქართველოს არაერთხელ უნახავს, მათ შორის, ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.პაპუაშვილის შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში საქართველო ევროკავშირისთვის არის ტესტი."ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს საქართველო არის ტესტი ევროკავშირისთვის, მათ შორის, დღევანდელი და ამ კვირაში სხვადასხვა სხდომისთვის, რომელიც ბრიუსელში გაიმართება. საქართველო არის ტესტი ევროპისთვის, დარჩება თუ არა ევროკავშირი ერთგული იმ დეკლარირებული ღირებულებებისა, რომელზეც ხშირად საუბრობენ. დარჩება თუ არა ის ერთგული დემოკრატიისა და ხალხის ნების აღიარებისა, თუ აირჩევს გზას, სხვა ქვეყნებში ჩაერიოს ხალხის ნებაში და შეეცადოს მართული დემოკრატიის ჩამოყალიბებას, სადაც ხელისუფლებად ჩათვლიან მხოლოდ მათ, ვინც მათ გემოვნებასა და პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია