მიხეილ სააკაშვილმა 2009 წელს
ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის
დროს ტრაბახით თქვა, რომ
მან აფრასიძეების
განადგურების ბრძანება
გასცა - დაპატიმრების კი
არა, განადგურების - რაც
ჩვეულებრივი აღიარებაა,
აღიარებითი ჩვენებაა, რომ
მან გასცა დანაშაულებრივი
ბრძანება, რის გამოც,
გამოძიება მის მიმართაც
უნდა დაიწყოს. თუმცა კი,
მართლა, 20 წელზე მეტია
გასული ამ დანაშაულიდან და
შეიძლება ხანდაზმულობის
ვადა იყოს გასული, -
განაცხადა მედიასთან
„ხალხის ძალის“
თავმჯდომარემ და
პარლამენტის
ვიცე-სპიკერმა სოზარ
სუბარმა, საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
აფრასიძეების ოჯახის
მიმართ „ნაცმოძრაობის“
რეჟიმის დროს ჩადენილი
დანაშაულის განხილვის
კომენტირებისას.სოზარ
სუბარის თქმით,
სპეცოპერაციის ის ფორმა,
რაც აფრასიძეების ოჯახის
წინააღმდეგ ჩატარდა
იმდროინდელი მთავრობის
მიერ, უპატიებელი
დანაშაული იყო ერთი
ოჯახისა და ზოგადად,
ქვეყნის წინაშე.„ეს არის
ოჯახი, რომელსაც ვიცნობდი
და იყო პერიოდები, როცა
კონკრეტულად, ომეხ
აფრასიძესთან საკმაოდ
დაძაბული ურთიერთობაც
მქონდა, რადგან, როგორც თეა
წულუკიანმა სწორად თქვა -
გამოძიებას ჰქონდა
ლეგიტიმური კითხვები მის
მიმართ. დავიცავ
უდანაშაულობის
პრეზუმფციას ადამიანის
მიმართ, რომელიც დღეს აღარ
არის ცოცხალი და არ
ვილაპარაკებ მის მიერ
სავარაუდოდ ჩადენილ
კონკრეტულ დანაშაულებზე,
რადგან ეს სასამართლოს
პრეროგატივაა. თუმცა, რა
თქმა უნდა, ბევრი რამ ამ
ისტორიებში შესაძლოა
სიმართლე იყოს.ჩვენ იმაზე
კი არ ვლაპარაკობთ,
ხელისუფლებას ვთქვათ,
იგივე ომეხ აფრასიძე უნდა
დაეკავებინა თუ არა - რა
თქმა უნდა, საკითხი ასე არ
დგას. რა თქმა უნდა, უნდა
დაეპატიმრებინათ, თუკი, და
მეც მგონია, რომ ასეა,
არსებობდა მის მიერ
ჩადენილ დანაშაულთა სია,
მაგრამ აქ ლაპარაკია
დაკავების ფორმაზე.ომეხი
აფრასიძის დაკავება,
ხელისუფლებას რომ ამის
სურვილი ჰქონოდა, ძალიან
ადვილი იყო. იგი ხშირად
ადიოდა მესტიაში, სადაც
პოლიციის განყოფილებაა
ათეულობით პოლიციელით,
არაერთხელ უნახავთ
ზუგდიდშიც, სადაც მით
უმეტეს ადვილი იყო მისი
დაკავება-დაპატიმრება.
უფრო მეტიც, როგორც
კომისიის სხდომაზე
გაირკვა, ამ სისხლიან
სპეცოპერაციამდე
რამდენიმე დღით ადრე
აფრასიძეებთან
მოსალაპარაკებლად ჩასული
იყო შს სამინისტროს
წარმომადგენელი,
პოლკოვნიკი ვახტანგ
ჯაფარიძე, რა დროსაც
შეთანხმება იყო მიღწეული,
რომ ომეხ აფრასიძე
ყოველგვარი წინაპირობების
გარეშე ჩაბარდებოდა
პოლიციას.ამ ფონზე,
სპეცოპერაციის ჩატარება,
რომელშიც, როგორც
მაშინდელმა შს მინისტრმა
გიორგი ბარამიძემ აღიარა,
1200 პოლიციელი და
სპეცდანიშნულების
რაზმელი, 10 ვერტმფრენი და
საკმაო რაოდენობის
ჯავშანტექნიკა
მონაწილეობდა ორი
ადამიანის დაკავებაში,
უბრალოდ ნონსენსია.
შედეგად, აფრასიძეების
სახლი, პირდაპირი
მნიშვნელობით, დაბომბეს
როგორც ჰაერიდან, ისე
ხმელეთიდან. სახლის
დაბომბვის დროს
მსხვილკალიბრიანი
ჭურვების გამოყენებაზე
არსებობს უამრავი
მტკიცებულება და, რაც
მთავარია, არსებობს
სააკაშვილის ჩვენება, რომ
მან გასცა აფრასიძეების
ოჯახის რაკეტებით
განადგურების ბრძანება. ეს
კი დანაშაულია.იმ დაბომბილ
სახლში იყო 4 მცირეწლოვანი
ბავშვი, რომლებიც, მადლობა
ღმერთს, შემთხვევით
გადაურჩნენ სიკვდილს. ეს
იყო იმდროინდელი
მთავრობის მიერ ჩადენილი
უპატიებელი დანაშაული
ერთი ოჯახისა და ზოგადად,
ქვეყნის მიმართ, რადგან არ
შეიძლება ხელისუფლება ასე
მოქმედებდეს“, - აღნიშნა
სოზარ სუბარმა.