გუშინ, იმ დროს, როდესაც
ჟურნალისტები ერთმანეთის
სოლიდარობის აქციას
მართავდნენ, ზუსტად იმ დროს
ერთ-ერთმა მედიის
ექსტრემისტმა ჟურნალისტმა
გამოაქვეყნა დასახვრეტი
ჟურნალისტების სია,
„იმედის“ ჟურნალისტების
სია, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილმა დღეს
გამართულ
პრესკონფერენციაზე.მისივე
თქმით, ეს ჩვეულებრივი
ბოლშევიზმია, რომელიც ასი
წლის თავზე კვლავ გვეწვია
ასეთი ჯგუფების
სახით.„ჩვენ ვნახეთ
სხვადასხვა სახის
ინციდენტები, რომელიც
თავისი სიმძიმით, თუ
ფსიქოლოგიური სიმძიმით
ალბათ თანაბარი არის.
ვნახეთ როგორც ფიზიკური
ძალადობის შემთხვევები,
ასევე, ფსიქოლოგიური
ძალადობის შემთხვევები.
ვნახეთ აგრესიული
მოძალადე
დემონსტრანტებისგან ალყა
შემორტყმული
ჟურნალისტები, რომლებზეც
მიდიოდა ფსიქოლოგიური
ძალადობა. ვნახეთ ჩვენ,
გუშინ, იმ დროს, როდესაც
ჟურნალისტები ერთმანეთის
სოლიდარობის აქციას
მართავდნენ, ზუსტად იმ
დროს, როდესაც ეს აქცია
იმართებოდა, ერთ-ერთმა
მედიის ექსტრემისტმა
ჟურნალისტმა გამოაქვეყნა
დასახვრეტი ჟურნალისტების
სია, „იმედის“
ჟურნალისტების სია,
რომელიც დადო ადამიანმა. ეს
ჩვეულებრივი ბოლშევიზმია,
რომელიც ასი წლის თავზე
კვლავ გვეწვია ასეთი
ჯგუფების სახით. ირონია
იმაშია, რომ ერთის მხრივ
მოუწოდებენ თავის
კოლეგებს სოლიდარობისკენ
და იქვე, იმავე მომენტში
თავად არიან ინიციატორები
ფსიქოლოგიური ძალადობისა
ადამიანებზე და
ჟურნალისტებზე.რაც
შეეხება ფიზიკური
ძალადობის შემთხვევებს,
ჩვენ ვნახეთ რამდენიმე
ასეთი მომენტი.
განსაკუთრებით მძიმე იყო
გუშინწინ მომხდარი ფაქტი.
ყველა ეს საკითხი
გამოძიებული იქნება.
დამნაშავეები,
შესაბამისად დასჯილი
იქნება“, - აღნიშნა შალვა
პაპუაშვილმა.