აზერბაიჯანის პრეზიდენტი,
ილჰამ ალიევი აშშ-ის
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის მიწვევით
ვაშინგტონში ჩავიდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანის
პრეზიდენტის
ადმინისტრაცია
ავრცელებს.„აზერბაიჯანის
რესპუბლიკის პრეზიდენტი,
ილჰამ ალიევი აშშ-ის
პრეზიდენტის, დონალდ
ტრამპის მიწვევით სამუშაო
ვიზიტით ვაშინგტონში
ჩავიდა. ენდრიუსის
სამხედრო ბაზაზე ჩვენი
ქვეყნის მეთაურს
მთავრობის ოფიციალური
პირები დახვდნენ“, -
აღნიშნულია აზერბაიჯანის
პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მიერ
გავრცელებულ
განცხადებაში.ვაშინგტონში
ელოდებიან სომხეთის
პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ
ფაშინიანსაც.
მოსალოდნელია, რომ ტრამპი
ალიევს და ფაშინიანს
ცალ-ცალკე შეხვდება, ხოლო
შემდეგ სამმხრივ
შეხვედრას გამართავს,
რომლის დროსაც სომხეთისა
და აზერბაიჯანის ლიდერები
სამშვიდობო შეთანხმების
გაფორმების მზაობის
შესახებ გააკეთებენ
განცხადებას.