საქართველოს პარლამენტის
ეროვნული ბიბლიოთეკის
წიგნის მუზეუმში ილია
ჭავჭავაძის დაბადებიდან 187
წლისთავისადმი მიძღვნილი
გამოფენა
გრძელდება.იშვიათ
გამოცემათა განყოფილების
მიერ მოწყობილ
ექსპოზიციაზე
წარმოდგენილია
ექსპონატები დიდი
მწერლისა და საზოგადო
მოღვაწის პირადი
ბიბლიოთეკიდან, რომელიც
ეროვნული ბიბლიოთეკის
წიგნის მუზეუმშია
დაცული.საგამოფენო
მასალებს შორისაა ილია
ჭავჭავაძის თხზულებათა
კრებული, რომელიც 1914 წელს
გამოიცადა პოლონური
წარმოშობის ცნობილი
მხატვრის ჰენრიხ
ჰრინევსკის მიერაა
ილუსტრირებული. გამოცემა
გამორჩეულია შრიფტითაც და
განსხვავდება ილიას სხვა
გამოცემებისგან.წიგნის
მუზეუმის საგამოფენო
სივრცეში ასევე
წარმოდგენილია
მინაწერებიანი წიგნები
მწერლის პირადი
კოლექციიდან, იშვიათი
ეგზემპლარები სასაჩუქრე
მინაწერებით, ფართო
საზოგადოებისთვის
ნაკლებად ცნობილი ფოტო,
მწერლის
სიცოცხლისდროინდელი
ყველაზე პოპულარული
გამოცემები „კაცია
ადამიანი“ და „გლახის
ნაამბობი“.ექსპოზიციის
ერთ-ერთი ყველაზე
საინტერესო ექსპონატია
ილიას სიცოცხლეშივე
ინგლისში ინგლისურ ენაზე
დაბეჭდილი „განდეგილი“,
რომელიც ქართულიდან
ინგლისურად მარჯორი
უორდროპმა
თარგმნა.გამოფენა ერთი თვე
გაგრძელდება.