სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, ილია
II დონალდ ტრამპს აშშ-ის
პრეზიდენტად არჩევას
ულოცავს. ილია II მისალოც
წერილში აღნიშნავს, რომ
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ტრამპის
მისწრაფება, დაიცვას
ტრადიციული ღირებულებები
და არ დაიშუროს ძალისხმევა
დედამიწაზე
მშვიდობისთვის."ძალიან
დიდია თქვენდამი ხალხის
მოლოდინი არა მარტო
ამერიკაში, არამედ მთელ
მსოფლიოში. მართალია,
საინაუგურაციო გამოსვლაში
მთავარი აქცენტი თქვენი
ქვეყნის გაძლიერებაზე
გააკეთეთ, მაგრამ ყველა
იმედოვნებს, რომ დასახული
მიზნების წარმატებით
განხორციელება ზოგადადაც
სასიკეთო ცვლილებებს
მოიტანს და დაძლევს არაერთ
სერიოზულ
გამოწვევას.განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია თქვენი
მისწრაფება, დაიცვათ
ქრისტიანულ ცნობიერებაზე
დაფუძნებული
საერთო-საკაცობრიო
ტრადიციული ღირებულებები
და არ დაიშუროთ ძალისხმევა
დედამიწაზე
მშვიდობისთვის", - წერია
ილია II.