სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი, ილია
მეორე ალბანეთის ეკლესიის
მეთაურის, უნეტარესი
ანასტასიოსის
გარდაცვალების გამო
მწუხარებას
გამოთქვამს.ალბანეთის
მთავარეპისკოპოსი 96 წლის
ასაკში გარდაიცვალა. ის 1972
წელს ხელდასხმულ იქნა
ეპისკოპოსად. 1991 წლის
იანვარში,
კონსტანტინოპოლის
პატრიარქის მიერ
გაიგზავნა ალბანეთში
ეგზარქოსად, ალბანეთის
ავტოკეფალიური
მართლმადიდებელი ეკლესიის
აღსადგენად. 1992 წლის 24
ივნისს, ალბანეთის
მართლმადიდებელი ეკლესიის
წმინდა სინოდმა, ტირანისა
და სრულიად ალბანეთის
მთავარეპისკოპოსად
აირჩია.1992 წლიდან 2025 წლის 25
იანვრამდე იყო ალბანეთის
მართლმადიდებელი ეკლესიის
ავტოკეფალიური
მთავარეპისკოპოსი.