ძალიან მნიშვნელოვანია,
რომ სწორედ დღეს,
უსაფრთხოების
თვალსაზრისით ძალიან რთულ
გარემოში, გვქონდა
შესაძლებლობა
პრემიერ-მინისტრის დონეზე
ამ ძალიან მნიშვნელოვან
პლატფორმაზე მიგვეღო
მონაწილეობა, - განაცხადა
საქართველოს საგარეო
საქმეთა მინისტრმა ილია
დარჩიაშვილმა პრემიერის
გაეროს გენერალურ
ასამბლეაზე დასწრების
შეჯამებისას.„მთავარი
ლაიტმოტივი, რომელიც
პრემიერ-მინისტრის
გამოსვლებს სდევდა თან, იყო
ჩვენი მომავალი
ძალისხმევა, რომ ვიცხოვროთ
მშვიდ, განვითარებულ
ქვეყანაში, რომელიც
სარგებელს მოუტანს
თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“,
- აღნიშნა მინისტრმა.