გრიპის შემთხვევების
რაოდენობა ყოველდღიურად
მატულობს, თუმცა ეს მატება
სტაბილურია, მოლოდინია, რომ
ზრდა შემდეგი კვირების
განმავლობაშიც
გაგრძელდება, – ამის
შესახებ „იაშვილის
სახელობის ბავშვთა
ცენტრალური საავადმყოფოს“
სამედიცინო დირექტორმა,
ივანე ჩხაიძემ
განაცხადა.მისივე თქმით,
დეკემბერ-იანვარი არის
გრიპის შემთხვევების
მატების მაქსიმალური
პერიოდი.„ყოველდღიურად
გრიპის დადასტურებული
შემთხვევის რაოდენობა
მატულობს. დეკემბრის მეორე
კვირას, ანუ კალენდარული
წლის 50-ე კვირას, გრიპის
მაჩვენებელი იყო 25%, 51-ე
კვირას გახდა 32% და გრიპის
ვირუსი გახდა დომინანტური
ვირუსი. 52-ე კვირას კი
მატების ეს დინამიკა
შენარჩუნდა და საერთო
მაჩვენებელი არის 40%. ეს
ნიშნავს, რომ დეკემბრის
მეორე ნახევრიდან გრიპი
არის დადასტურებულ
შემთხვევებში სიხშირის
მიხედვით პირველ ადგილზე
და უპირატესია სწორედ H1
ტიპის ვირუსი, იგივე ღორის
გრიპი. მოლოდინი გვაქვს,
რომ ეს მატება გაგრძელდება
შემდეგი კვირების
განმავლობაში და ალბათ
იანვარში მიაღწევს პიკს.
სწორედ დეკემბერ-იანვარი
გახლავთ გრიპის
შემთხვევების მატების
მაქსიმალური
პერიოდი.ასევე
მნიშვნელოვანია, რა ხდება
სხვა ვირუსებთან
მიმართებით. გრიპი და
გრიპისმაგვარი
შემთხვევების რაოდენობა
2024-2025 წლის სეზონზე ჯამში
თითქმის იგივეა, რაც იყო
შარშან. ანუ ახლა
დაახლოებით 100 000 მოსახლეზე 160
შემთხვევა ფიქსირდება, ორი
წლის წინ კი, 320-330 შემთხვევა
ფიქსირდებოდა“, – აღნიშნა
ჩხაიძემ.ამასთან, მისივე
თქმით, დეკემბერში
იაშვილის კლინიკაში
ვირუსული პნევმონიით 36
პაციენტი მკურნალობდა.
ჩხაიძის განცხადებით,
მათგან არცერთი არ ყოფილა
ვაქცინირებული.„ჩვენთვის
ყველაზე მნიშვნელოვანია
გრიპის შემთხვევის მატება
და ეს მატებაც სტაბილურია.
სწორედ გრიპის ვირუსს
ახასიათებს გართულებები,
როგორიც არის ფილტვების
ანთება. მხოლოდ დეკემბერში
იაშვილის კლინიკაში
ვირუსული პნევმონიის 36
დადასტურებული შემთხვევა
გვქონდა, რაც დიდი რიცხვია
და ნათლად მიუთითებს, რომ
ბავშვებში სწორედ გრიპია
ის, რამაც უფრო მეტად
შეიძლება, გამოიწვიოს
ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი
მდგომარეობის დამძიმება.
აღსანიშნავია, რომ არცერთი
ამ პაციენტიდან არ იყო
ვაქცინირებული. გრიპის
ვაქცინაციის შესახებ ჩვენ
მუდმივად ვსაუბრობთ, თუმცა
ეს არ გახდა ჩვენი
ქვეყნისთვის ტრადიცია, არ
გახდა დაავადების
პრევენციის ნაწილი. როცა
ხედავთ, რომ ფილტვების
ანთების ყველა შემთხვევა
ემართება არავაქცინირებულ
პაციენტს, ნათელია, რომ
გრიპის ვაქცინას მართლაც
ძალიან დიდი მნიშვნელობა
აქვს, განსაკუთრებით ხუთ
წლამდე ბავშვებში.რაც
შეეხება ადგილების
რაოდენობას. ამისთვის
ჩვენი კლინიკა წინასწარ
ემზადება და იაშვილის
საავადმყოფო ერთადერთია
ქვეყანაში, რომელსაც აქვს
რესპირატორული მედიცინის
დეპარტამენტი. ეს არის
განყოფილება, რომელიც
იღებს მხოლოდ იმ
პაციენტებს, რომლებსაც
სასუნთქი სისტემის მწვავე
და ქრონიკული დაავადებები
აქვს. რა თქმა უნდა, ის 25
საწოლი, რომელიც ამ
დეპარტამენტისთვის არის
გამოყოფილი, საკმარისი არ
არის. ამიტომ,
გამოვათავისუფლეთ მეორე
დეპარტამენტიც. ახლა
იაშვილში ორი
დეპარტამენტი ემსახურება
პაციენტებს, რომლებსაც
აქვთ სასუნთქი სისტემის
მწვავე დაავადებები.
შესაბამისად არ იქნება
ადგილების დეფიციტი.
მატება თუ კიდევ
გაგრძელდება და იქნება
საჭიროება, მზად ვართ,
დამატებით ერთი
დეპარტამენტი
გამოვათავისუფლოთ“, –
განაცხადა ივანე ჩხაიძემ.