„იაფი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება...“ - პროდუქტები, რომელშიც, დასაშვებ ნორმაზე, 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოჩნდა

Primetime.ge 9 საათი წინ 1
„იაფი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება...“ - პროდუქტები, რომელშიც, დასაშვებ ნორმაზე, 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოჩნდა
ვინ იყენებს მარგარინს ჯანმრთელობისთვის საშიში შემადგენლობით?მარგარინი და სპრედი, იაფფასიანი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ძვირი უჯდება.ბოლო ლაბორატორიულმა კვლევამ საქართველოში გაყიდვაში არსებულ პროდუქტში დასაშვებზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოაჩინა. საეჭვო პროდუქტი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია.ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჭარბი წონა, ტრანსცხიმების უსაფრთხო დოზა არ არსებობს, მცირე ოდენობამაც შესაძლოა ძალიან ცუდი გავლენა იქონიოს ჩვენს ჯანმრთელობაზე.საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული საბუტერბროდე მცენარეული ცხიმი, “ლუნა”, ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. მასში ლაბორატორიული კვლევისას დასაშვებ ნორმაზე 6-ჯერ მეტი ტრანსცხიმი აღმოჩნდა.მარგარინი, სპრედი, სამარხვო კარაქი – ამ სახელწოდებებით ფერადი შეფუთვები გვპირდებიან ომეგა 3-ს, დაბალ ქოლესტერინს, მცენარეულობას, მაგრამ ის ორგანიზმში სულ სხვა ზრახვებით აღწევს. მსოფლიო ბაზარზე მცენარეული მყარი ცხიმის დიდი არჩევანია და დიდია კითხვის ნიშანიც, თუ რამდენად ჯანსაღია ეს პროდუქტი.სპეციალისტების რეკომენდაციებისურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი:“კონკრეტული პარტია ბიზნესოპერატორს ამოვაღებინეთ და ამავე დროს, სახელმწიფო ლაბორატორიაში გამოვაკვლევინეთ.”სურსათი უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული:„საეჭვო პროდუქტი საქართველოში ამ დროისთვის გაყიდვაში აღარ არის, მაგრამ სხვა მწარმოებლისა და სხვა შეფუთვის ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვლევამ მათში ჭარბი ტრანსცხიმები არ დაადგინა, სპეციალისტებს სიჯანსაღეში ეჭვი შეაქვთ.ინგრედიენტებს რომ დავაკვირდეთ, თუ რისგან მზადდება ეს პროდუქტები, მათ სიჯანსაღესთან არანაირი კავშირი არ აქვთ. გარდა იმისა, რომ ეს ხელოვნურად მიღებული პროდუქტია, მას ძალიან ბევრი კონსერვანტი და საკვები დანამატი ემატება, რომ მყარი მასა დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს. ემატება ვადის გამახანგრძლივებელი, ასევე საღებავები, რომ მოყვითალო ფერი მიიღოს”.ენდოკრინოლოგი ნაია ლატარია:“ზრდის ცუდი ქოლესტერინის დონეს, რაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე აისახება. ზრდის ინსულტისა და ინფარქტის განვითარების რისკს. ტრანსცხიმები მაღალკალორიული პროდუქტებია და თუ მათ დიდი რაოდენობით მივიღებთ, ჭარბ წონასა და სიმსუქნეს გამოიწვევს. ტრანსცხიმების მცირე ოდენობამაც კი შეიძლება, ძალიან ცუდი ზეგავლენა იქონიოს“.
სრულად წაიკითხეთ სტატია