ქვეყანაში გრიპის
შემთხვევები იზრდება.
მომატებულია
ჰოსპიტალიზაციის
მაჩვენებელიც. როგორც
ექიმები ამბობენ, 10
ადამიანიდან, რომელსაც
მაღალი ტემპერატურა, ხველა
და ცემინება აქვს, 6,
სავარაუდოდ, გრიპით არის
ინფიცირებული. მთავარ
რეკომენდაციად კვლავ
ვაქცინაცია
რჩება."დეკემბერთან
შედარებით, იანვრის პირველ
სამ კვირაში გრიპის უფრო
მეტი შემთხვევა გვაქვს, რაც
მიუთითებს იმას, რომ ამ
ეტაპზე პიკურ პერიოდში
ვიმყოფებით. ძირითადად,
არის ამბულატორიული
მიმართვიანობა, თუმცა
მცირეწლოვან ბავშვებსა და
რისკ-ჯგუფებში, გარკვეულ
შემთხვევაში,
სტაციონარიზაციაც კი
ხდება საჭირო.A გრიპის ერთ
ერთ სეროტიპს უწოდებენ ე.წ.
ღორის გრიპს, რომელიც არ
გამოირჩევა სხვა გრიპის
სეროტიპებისგან, ანუ
მოსახლეობისთვის ეს დიდად
მნიშვნელოვანი არ არის, თუ A
გრიპის რომელი სეროტიპი
აქვს, იმიტომ რომ მათი
მართვა, გართულებების
ალბათობა და კლინიკური
ნიშნები არის მსგავსი", -
აღნიშნა ინფექციონისტმა,
ალექსანდრე გოგინავამ.