იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?

Primetime.ge 15 საათი წინ 4
იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
 2025 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია 35 ლარით გაიზრდება. ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის დოკუმენტშია აღნიშნული.უფრო კონკრეტულად, იანვრიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ხოლო მაღალმთიან დასახლებებში ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია თითქმის 540 ლარს გაუტოლდება.რაც შეეხება 70 წლამდე პირთა პენსიას, ასევე 35 ლარით გაიზრდება და განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პენსიონერები უკვე მომავალი წლიდან 420 ლარს მიიღებენ.შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, იანვრიდან პენსიის შედარებით მცირე ოდენობით გაზრდა იყო დაგეგმილი. ეს ეხებოდა მხოლოდ 70 წლამდე პენსიონერებს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებს პენსია თავდაპირველადაც 35 ლარით უნდა გაზრდოდათ. რაც შეეხება 70 წლამდე პენსიონერებს იგეგმებოდა რომ მათი სახელმწიფო გასაცემელი 20 ლარით, 335 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 400 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. შესაბამისად, სწორედ ამ კატეგორიის პირთათვის შეიცვალა ოდენობა და საბოლოოდ, ბიუჯეტის დამტკიცებულ ვარიანტში აისახა, რომ იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებისთვისაც 35 ლარით გაეზრდებათ სახელმწიფო გასაცემელი.ამასთან, 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდაც 35 ლარით.
სრულად წაიკითხეთ სტატია