საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 62.41%-ით შემცირდა და 25.47 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, რუსეთი კვლავ რჩება სიის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად.
რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გადინებაა.
მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარში ფულადი გზავნილები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით შემცირდა და 242.44 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მთლიანი ფულადი გზავნილების 45.09% ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოვიდა.
იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში ფული გადმოირიცხა, შედის: აშშ – 47.31 მილიონი აშშ დოლარი (19.52%); იტალია – 46.16 მლნ აშშ დოლარი (19.04%); რუსეთი – 25.46 მლნ აშშ დოლარი (10.5%); ისრაელი – 21.31 მლნ აშშ დოლარი (8.79%); გერმანია – 19.35 მლნ აშშ დოლარი (7.98%).
ამავე პერიოდში, საქართველოდან საზღვარგარეთ 28.3 მილიონი აშშ დოლარი გაიგზავნა, რაც 2024 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.4%-ით მეტია.
ასევე წაიკითხეთ: