სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის მონაცემებით, 2024
წლის იანვარ-ოქტომბერში
საქართველოში საქონლით
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც
წინა წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 5.5
პროცენტით
მეტია.საქსტატის ცნობით,
აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ.
აშშ დოლარს შეადგენს, ანუ
გაიზარდა 7.4 პროცენტით, ხოლო
იმპორტი 13 556.9 მლნ. აშშ დოლარს
– ზრდამ 4.8 პროცენტი
შეადგინა.საქართველოს
უარყოფითმა სავაჭრო
ბალანსმა, 2024 წლის
იანვარ-ოქტომბერში, 8 088.5 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5
პროცენტია.უწყების
ანგარიშის მიხედვით, 2024
წლის იანვარ-ოქტომბერში
ათი უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში
69.1 პროცენტი შეადგინა.
ქვეყნის უმსხვილესი
სავაჭრო პარტნიორები
არიან თურქეთი – 2 636.0 მლნ. აშშ
დოლარით, რუსეთი – 2 061.5 მლნ.
აშშ დოლარითა და აშშ – 1 728.3
მლნ. აშშ დოლარით.