სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის წინასწარი
მონაცემებით, 2025 წლის
იანვარ-მაისში
საქართველოში საქონლით
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული
ვაჭრობის გარეშე) 9 790.9 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, რაც
წინა წლის შესაბამისი
პერიოდის მაჩვენებელზე 13.3
პროცენტით მეტია.აქედან,
საქსტატის ცნობით,
ექსპორტი 2 595.3 მლნ. აშშ
დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 14.6
პროცენტით, ხოლო იმპორტი 7
195.6 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 12.8
პროცენტი
შეადგინა.უარყოფითმა
სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის
იანვარ-მაისში 4 600.3 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0
პროცენტია.