თურქეთში, უმრანიეში 4
სართულიანი საცხოვრებელი
კორპუსი აფეთქდა.
აფეთქების მიზეზად
ბუნებრივი აირის გაჟონვა
სახელდება. ინფორმაციას
თურქული მედია
ავრცელებს.მედიის ცნობით,
აფეთქების შედეგად 1
ადამიანი დაშავდა.
აფეთქება მეორე სართულზე
მდებარე ბინაში მოხდა.
შემთხვევის შედეგად
შენობის ერთი სართულის
კედელი სრულად
ჩამოინგრა.მეხანძრე-მაშველებმა
უსაფრთხოების მიზნით
შენობის ყველა
მაცხოვრებლის ევაკუაცია
მოახდინეს.აფეთქების
შედეგად, მიმდებარე
სახლებისა და შენობების
ფანჯრები ჩაიმსხვრა.