თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

Primetime.ge 3 საათი წინ 10
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რწმუნებათა სიგელები გადასცა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.„ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩსა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრაზე, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. პრეზიდენტმა ერდოღანმა, წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს, სამომავლო საქმიანობაში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია